ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა საყურადღებოდ!
ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს 2016 წლის 16 მაისიდან შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
მიმდინარე სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის მიზნით პირმა 2016 წლის 28 მაისამდე უნდა წარმოადგინოს ფინანსური დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი განცხადება. აღდგენის შემდეგ, მიმდინარე სემესტრის დარჩენილ სასწავლო კვირებში, სტუდენტს მიეცემა სწავლის გაგრძელების უფლება.
ფინანსური დავალიანების 2016 წლის 28 მაისის შემდეგ დაფარვის შემთხვევაში, პირს სტუდენტის სტატუსი აღუდგება 2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში პირი არ მონაწილეობს სასწავლო პროცესში და მისი შეფასება (უწყისში ქულების შეტანა) არ ხდება.
საფინანსო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ელექტრონულ უწყისებში გაფრთხილების ნიშნად სტუდენტის გვარსა და სახელს შეეცვლება ფერი, ხოლო ვალდებულების წარმოქმნიდან 6 კვირის განმავლობაში ფინანსური დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში მას შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.
ელექტრონულ უწყისებში გამაფრთხილებელი ფერის მოხსნისათვის გთხოვთ, ფინანსური დავალიანების დაფარვისთანავე, შესაბამისი ფაკულტეტის მენეჯერს წარუდგინოთ ცნობა ბუღალტერიიდან.
შუალედური და დასკვნითი გამოცდების დროს საგამოცდო ცენტრისკომპიუტერულ დარბაზში მობილური
ტელეფონის შეტანა და გამოყენება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი
მოიხსნება გამოცდიდან!