ს ტ უ დ ე ნ ტ თ ა ს ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ო დ!
საფინანსო ხელშეკრულების თანახმად სტუდენტს დღეისათვის გადახდილი უნდა ჰქონდეს 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ¾.
ელექტრონულ უწყისებში შეზღუდვის მოხსნისათვის გთხოვთ,
ფინანსური დავალიანების დაფარვისთანავე, სწავლების
დეპარტამენტში (ადმ. კორპ., ოთახი № 352) წარადგინოთ
შესაბამისი ცნობა ბუღალტერიიდან.
ფინანსური
დავალიანების მქონე ყველა სტუდენტს უახლოეს დღეებში წინასწარი
გაფრთხილების გარეშე შეეზღუდება შეფასებების შეტანა ელექტრონულ უწყისებში
და შეუჩერდება სტატუსი.
სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სტუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის 4.13 და 4.14 პუნქტების თანახმად, უნივერსიტეტს უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუზღუდოს შეფასებების შეტანა ელექტრონულ უწყისებში ან/და შეუჩეროს სტატუსი სტუდენტს, რომელიც არ შეასრულებს საფინანსო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამასთან, ფინანსური დავალიანების გამო იზღუდება სტუდენტის მონაწილეობა სასწავლო პროცესში და არ ხდება მისი შეფასებების ასახვა ელექტრონულ უწყისებში.
|