სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სტუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის 4.13 და 4.14 პუნქტების თანახმად, უნივერსიტეტს უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუზღუდოს შეფასებების შეტანა ელექტრონულ უწყისებში ან/და შეუჩეროს სტატუსი სტუდენტს, რომელიც არ შეასრულებს საფინანსო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამასთან, ფინანსური დავალიანების გამო იზღუდება სტუდენტის მონაწილეობა სასწავლო პროცესში და არ ხდება მისი შეფასებების ასახვა ელექტრონულ უწყისებში.
|